Saturday, March 30, 2013

ჰაერი


პროექტი ,,ჰაერი“
         მოსწავლეებისათვის ცნობილია, რომ ცოცხალი ორგანიზმისათვის აუცილებელია მზე, ჰაერი,წყალი, საკვები, შესაფერისი გარემო.
        მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ საინტერესო, აქტუალურ თემებს და პრობლემებს, რომლებიც წერია დაფაზე:


შესარჩევი თემების მაგალითები:
         კლასში იმართება დისკუსია. მასწავლებლის დახმარებით და ხმათა უმრავლესობით ირჩევენ მათთვის  საინტერესო თემას   ,, ჰაერი “, რომელზეც აგრძელებენ მუშაობას.

        მოსწავლეებმა იციან, რომ ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია სუფთა ჰაერზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ საკვებზე, სუფთა გარემოზე,წყალზე და მზეზე.
        იციან,რომ ადამიანი ჩაისუნთქავს  ჟანგბადს და ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს.
პროექტის მიზანი და აქტუალობა:
1)  შეძლონ პროექტზე მუშაობა და ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად.
2)გამოუმუშავდეთ კვლევა-დაკვირვების უნარი.
3)გამოიყენონ საინფორმაციო წყაროები.
       4) შეძლონ არსებული პრობლემური საკითხის ადამიანებთან დაკავშირება.
5) შეიმეცნონ სუფთა ჰაერის მნიშვნელობა და აუცილებლიბა ადამიანის ჯანმრთელობისათვის და იზრუნონ მისი დაბინძურებისაგან დაცვაზე.
პროექტის მსვლელობა:
  კლასში თემის ირგვლივ მსჯელობისა და შინაარსობრივი კითხვა-პასუხის საშუალებით წამოიჭრა რამდენიმე პრობლემური საკითხი:
1)  რატომ იგრძნობა ჟანგბადის ნაკლებობა ქალაქში სოფელთან შედარებით?
2)  რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
3)  რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი ქალაქში ჟანგბადის ნაკლებობა რომ არ იგრძნობოდეს?
      პრობლემური საკითხების ჩამოწერის შემდეგ ყალიბდება საპროექტო ჯგუფები შეიმუშავებენ გეგმას.შეარჩევენ ჯგუფის ლიდერს, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ხოლო დანარჩენები შემსრულებლები არიან და ინაწილებენ თემებს.
       |    ჯგუფი:    კომპიუტერის დახმარებით მოიძიებს ინფორმაციას ქალაქში მოქმედი ქარხნების შესახებ.
      როდის აშენდა? არის კი თანამედროვე ტექნიკური სიახლე დანერგილი გამონაბოლქვისა თუ ნარჩენების        სალიკვიდაციოდ?  ახდენს თუ არა უვაგისი ჰაერის ფილტრაციას ისე,რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას? იკვლევენ ლოკალურ გარემოს და აღწერენ ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.
       | |    ჯგუფი:  აკვირდება ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩას, ფოტოაპარატით და კამერით აფიქსირებს გაუმართავ ტექნიკას, რომელიც გრუხუნით და შავი გამონაბოლქვით მიუყვება ხალხმრავალ ქუჩას. გაჩერებული ტრანსპორტის მძღოლებისაგან იღებს ინტერვიუს საწვავის ვარგისიანობაზე, შემდეგი ვიზიტი ავტოგასამართ სადგურზეა, სადაც აინტერესებს ისევ საწვავის ხარისხი შემდეგი შეხვედრა ქალაქის მერიაშია და მათთან შეხვედრის შემდეგ მიდიან იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ქალაქის განტვირთვა მანქანებისაგან!
| | |    ჯგუფი: მათი დაკვირვების ობიექტი იყო ქალაქის ცენტრი და თბილისის ბოტანიკური ბაღი,
 სადაც მრავალწლიანი ხეები და მარადმწვანე მცენარეებია.ფოტოაპარატით და ვიდეოკამერით აფიქსირებენ თუ როგორი შეწუხებულები არიან ადამიანები სიცხისა და უჰაერობისაგან ქალაქის ცენტრში და როგორ მიილტვიან სკვერებსა და პარკებში დასასვენებლად.
         ჯგუფებს არჩეული თემების ირგვლივ სამუშაოდ მიეცათ ერთი თვე. ჯგუფების წევრები ეტაპობრავად იკრიბებოდნენ, თანამშრომლობდნენ,ერთმანეთს უზიარებდნენ თავის აზრებს მოძიებული მასალის(ფოტო-ვიდეო გადაღებების,ინტერვიუების,ჩანაწერებისა და ჩანახატების ) ირგვლივ. პრეზენტაციაზე თითოეული ჯგუფის ლიდერი ანგარიშის სახით , შეაჯამებს საკუთარი გუნდის მუშაობას და წარმოადგენს- რა გააკეთეს, რა ისწავლეს, რაში დაეხმარება მათ ეს ცოდნა მომავალში.    მიღებული ინფორმაციის შემდეგ კლასი მიდის იმ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი მწვანე ნარგავია, მით უფრო მეტი სუფთა ჰაერია და ღებულობენ გადაწყვეტილებას: მშობლების მხარდაჭერით თითოეულმა მოსწავლემ თითო ხე დარგოს სკოლის ეზოში.
         პრეზენტაციის შემდეგ ხდება ჯგუფების მიერ გაწეული მუშაობის შეფასება. მოსწვლეები ახდენენ  თვითშეფასებას, აფასებენ მეგობრის ნამუშევარს. ბოლოს მასწავლებელი აკეთებს სიტყვიერ კომენტარს. გამოვლინდება ის ჯგუფი, რომელმაც ამომწურავი ინფორმაცია წარუდგინა კლასს ჰაერის დაცვაზე დაბინძურებისაგან.
პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა:
        1)    კომუნიკაციის უნარი ისტ-თან და საზოგადოებასთან
       2)    პრაქტიკული და კრიტიკული აზროვნების უნარი
       3)     კვლევა-ძიების უნარი
       4)     თანამშრომლობის უნარი
პრობლემის გადასაწყვეტად და შედეგის მისაღწევად განხორციელდა აქტივობები:
         1)  ინფორმაციის მოძიება კომპიუტერის დახმარებით
         2)   შეხვედრები, ინტერვიუები პასუხისმგებელ პირებთან, რიგით მოქალაქეებთან
         3)    ფოტო-გადაღება
         4     ჩანაწერებისა და ჩანახატების გაკეთება
გამოყენებული რესურსები:  კომპიუტერი, ვიდეო,ფოტოაპარატი, ბლოკნოტი, ფანქარი,                 კალამი,  რვეული.
 პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ახობაძე
ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა:   maxobadze11@gmail.com            
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:    http://maxobadze11.blogspot.com/



No comments:

Post a Comment